25 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში, რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.

ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილავენ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მდგრადობას და უსაფრთხოებას.

ინფრასტრუქტურის, საცხოვრებლის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და განათლების საკითხებს. მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო პირველად მასპინძლობს, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღის ამბები