25 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, რაც არის ღალატი-ირაკლი კობახიძე

თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, “დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ და დააზიანონ ქვეყანა“.

“ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე.

თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, რაც არის ღალატი. ყველგან ერთსა და იმავეს ველოდებით. როცა ადამიანი არის მოღალატე, ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც. აქედან გამომდინარე, მათგან არ ველოდებით რაიმე განსხვავებულ დამოკიდებულებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები