საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი დღეს, 19:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც, გუნდს მატჩები შემოდგომაზე ელოდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს.