25 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
ჩვენ გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეს კანონი მიიღეს.. არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა - მეთიუ მილერი

საქართველოში მიღებულ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კიდევ ერთხელ აფასებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. მეთიუ მილერს თემაზე კომენტარი ამჯერადაც იმ ჟურნალისტმა სთხოვა, რომელიც თავად ფარას რეესტრში ფიქსირდება.

“ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეს კანონი მიიღეს. არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა. საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, დაახლოებით $390 მილიონი დოლარია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტის კანონებში, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის შესახებაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ განვაცხადეთ, რის შესწავლასაც ახლა ვახდენთ თუ როდის და როგორ განვახორციელებთ.

ასე რომ, ბევრს ნახავთ და გაიგებთ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დღეს არ იქნება,“ - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

დღის ამბები