25 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა - 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი - ირაკლი კობახიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ დოკუმენტს ქართული დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევს.

“საქართველომ ამჯერად შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა.“ - წერია უწყების განცხადებაში.

გაეროს რეზოლუციაზე ისაუბრა დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გაეროში წლიდან წლამდე იზრდება რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა.

“შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა - 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს და მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა,“ - აცხადებს ირაკლი კბოახიძე.

ცნობისთვის, 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და გაიმეორა, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება აქვს. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

დღის ამბები