25 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მექსიკა ისტორიული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელოდება - ქვეყანას, სავარაუდოდ, პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება

მექსიკა ისტორიული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელოდება - ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდება.

გამოკითხვების მიხედვით, 61 წლის კანდიდატმა არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა და მთავარი კონკურენტი, ასევე, ქალი პოლიტიკოსი - შოუჩიტლ გალვესი დაამარცხა.

მექსიკელებმა გუშინ აირჩიეს ასევე კონგრესის ყველა წევრი, გუბერნატორები რვა შტატში და მეხიკოს მერი.

წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყანაში უპრეცედენტო რაოდენობის ძალადობრივი თავდასხმები დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 20-ზე მეტი ადგილობრივი კანდიდატი.

დღის ამბები