"მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მოწინააღმდეგეთა აქცია-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გვიან ღამით დასრულდა.
კონცერტის მიზნად დემონსტრაციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება იყო - კერძოდ კი, მათი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლება დასახელდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, 250 000 ლარი შეგროვდა. აქცია-კონცერტის დაწყებამდე, ორბელიანების სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე, მსვლელობა გაიმართა.