25 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა წინსვლისთვის დასავლური მიმართულებით, რომელიც მის ხალხს სურს - მეთიუ მილერი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და მის საბოლოოდ მიღებას, უკვე მოჰყვა საერთაშორისო შეფასებები - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ნებისმიერს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს ძირს უთხრის, ასევე მათ ოჯახის წევრებს, შესაძლოა ვიზებზე წვდომა შეეზღუდოთ.

"საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია ანტიდემოკრატიული საგარეო გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს. შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას.

ამ კანონის მიღებით, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც კვირებია ქუჩაში გამოდიან ამ კანონის წინააღმდეგ.

"ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე საფრთხეს უქმნის აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

გასულ კვირას მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებისს საქართველოში, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, შეიძლება აშშ-ის ვიზების მიღება შეეზღუდოთ. შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

როგორც მდივანმა ბლინკენმა განაცხადა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს, როგორც ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ. შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინსვლისთვის დასავლური მიმართულებით, რომელიც მის ხალხს სურს," - აცხადებს მეთიუ მილერი.

დღის ამბები