25 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს - შარლ მიშელი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტიც.

"ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კი წერს, რომ ახალი კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს აშორებს ევროკავშირის გზას.

"ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით, საქართველოს დავამატებ მომდევნო ევროკომისიის სხდომის დღის წესრიგში," - წერს შარლ მიშელი.

დღის ამბები