25 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
დიდი ლილოს პოლიგონზე, გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დიდი ლილოს პოლიგონზე, გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც, ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება.

გაზშემკრები სისტემის მოწყობის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალ წელს არის დაგეგმილი.

დღის ამბები