25 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
"უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორ განცხადებაშია აღნიშნული, თუ კანონპროექტი კანონად იქცა, ის დააზიანებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.

"უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება საქართველოს NATO-სთან და ევროკავშირთან მისწრაფებებს.

ეს კანონპროექტი, თუ კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს", – ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის "უცხოური გავლენის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განცხადებაშია აღნიშნული.

დღის ამბები