25 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი - ჯონ ბასი

შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, სოციალურ ქსელში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი გამოეხმაურა.

"დღეს, სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას - აირჩიოს საკუთარი მომავალი." - წერს ბასი პირად გვერდზე

სახელმწიფო მდივნის მიერ შეზღუდვებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება კონგრესმენი ბილ კიტინგიც.

"სავიზო შეზღუდვებისა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ განცხადება მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის", - წერს კონგრესმენი.

ცნობისთვის, შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

დღის ამბები