25 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აშშ-ის სასანქციო კანონპროექტს ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში წარადგენენ - Politico

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში წარადგენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

კერძოდ, Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან "ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისთვის" და "კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევისთვის ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში".

Politico-ს თანახმად, კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარის გამოყოფას "საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად და ქვეყანაში "მავნე უცხოურ გავლენებზე" კვლევებისთვის.

დღის ამბები