25 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან, საქართველოს თავი დაანებონ - კახა კალაძე

"თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის,"- ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ის დამოკიდებულება, რომელსაც საზოგადოება ხედავს ბოლო თვეების განმავლობაში, არ არის ჯანსაღი.

"თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის.

ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, არ არის ჯანსაღი ურთიერთობები, სხვა სახელი ჰქვია და ქართველი ხალხი ამას ხედავს, რომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდით, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის? თქვენ არ იყავით, სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, ევროპულ ღირებულებებს შორდებითო. ეს არის დემოკრატია და ევროპულობა? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპასა და ევროპულ მომავალს თქვენი განცხადებებით.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს,"- აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები