25 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოეხმაურნენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით გავრცელებული დასკვნისთვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენეციის კომისიას მადლობას უხდის.

"როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას "უცხოური გავლენის" კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის და, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ,"-წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია "უცხოური გავლენის კანონის" გაწვევის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ ის არ მიიღოს.

დღის ამბები