25 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ენტონი ბლინკენის თქმით, მზადაა, ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კონგრესთან იმუშაოს

კარიმ ხანის მოთხოვნის გამო, ვაშინგტონი მზად არის, საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით კონგრესთან იმუშავებს. ეს განცხადება ენტონი ბლინკენმა სენატში მოსმენაზე "რესპუბლიკელი" სენატორების მხრიდან დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ბლინკენს კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა რამდენჯერმე მოუწია - მიზეზი პალესტინის მხარდამჭერების ქმედებები გახდა.

შეგახსენებთ, მანამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას აღმაშფოთებელი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და "ჰამასის" სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

 

დღის ამბები