25 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს - ნეთანიაჰუ ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის გადაწყვეტილებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება აღმაშფოთებელია.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა, ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მოთხოვნით მიმართა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ასევე "ჰამასის" სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს.

დღის ამბები