25 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. ეს არის მთავრობის მეთაურის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი თურქეთში.

დღის ამბები