25 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში  განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ.
 
მთავარ განსახილველ საკითხად კვლავ რჩება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ნულოვანი დაკავების შეთავაზებას გააკეთებს.  
 
წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ძალების მხრიდა 9 უკანონო დაკავების და უკანონო ბორდერიზაციის 15 ფაქტი დაფიქსირდა. 
დღის ამბები