25 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
"არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გაბედულად გამოავლინა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი" - ევროკავშირის14 ქვეყნის დიპლომატების ერთობლივი განცხადება

"ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი" - წერია ამერიკელი სენატორის ბენ კარდინის ინიციატივით მომზადებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპის 14 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ტექსტში ნათქვამია, რომ მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა "საგანგაშო და რეპრესიული" ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ:

"არ დავაყოვნებთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკ სამიზნედ ქცევაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ქართველ ხალხს ვუცხადებთ: თქვენ მარტო არ ხართ", - წერია განცხადებაში.

 

დღის ამბები