25 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა სტაბილურია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყნის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ექიმების ცნობით, ამ დროისთვის რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა გუშინ ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა, სადაც მთავრობის გასვლითი სხდომა ჩატარდა. 59 წლის ფიცოს 5-ჯერ ესროლეს.

თავდამსხმელი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის 71 წლის სლოვაკი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობის მცდელობა უწოდა.

 

დღის ამბები