პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გადადო ყველა უცხოური ვიზიტი, რადგან ოთხშაბათს ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდა და კიევმა განაცხადა, რომ რუსი ქვეითი ჯარი ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკში შევიდა.
სააგენტო Reuters-ი წერს, თუ ოკუპანტები საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარე ქალაქის დაკავებას შეძლებენ, ეს, ბოლო ერთ კვირაში, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.
სააგენტოს ცნობით, უკრაინის ძალები ახლა "გამოფიტულია" და ვითარების სირთულეს თავად უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აღიარებენ.
"სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. მტერი იკავებს პოზიციებს ქალაქ ვოვჩანსკის ქუჩებში", - წერს Facebook-ზე ვოვჩანსკის საპატრულო პოლიციის უფროსი.