25 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ" - ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. საერთო ტექსტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.

"დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკურ ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის პროცესში საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი, შეინარჩუნოს თავისი ვალდებულება ევროკავშირის გზაზე და გააგრძელოს აუცილებელი რეფორმები, რომლებიც აღწერილია 9 ნაბიჯში. ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ," - ნათქვამია ევროკომისიისა და ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაში.

დღის ამბები