25 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია - ბოლო მაგალითი დეკემბერია, თუმცა წარსულისა და მომავლის მიღწევები ხელის ერთი მოქნევით შეიძლება განადგურდეს - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

თბილისში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ წუთებში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო უწყებების პირველი პირები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან.

მანამდე ისინი პრეზიდენტს შეხვდნენ. ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.

პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო და მან პარტნიორებს სამომავლო გეგმები გააცნო, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც, მისი თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ მომავალი ქართველ ხალხს ეკუთვნის. 

"ჩვენ აქ ვართ, რათა გამოგიხატოთ სოლიდარობა, რადგან იბრძვით ევროპული მომავლისთვის. მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ეს არავის მიერ არ უნდა იყოს ხელყოფილი.

ჩვენი ამოცანაა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი ხელისუფლებას, რომ თუ საქართველო ამ გზაზე გააგრელებს გზას, ამას მოჰყვება შედეგები. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია. ბოლო მაგალითი დეკემბერია.

თუმცა წარსულისა და მომავლის მიღწევები ვერ იქნება მიღებული როგორც არის, რადგან ის ხელის ერთი მოქნევით შეიძლება განადგურდეს. ეს კანონი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატოს გზაზე და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ჯერ კიდევ არაა გვიანი," - აცხადებს გაბრიელიუსი.

დღის ამბები