25 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველოსთან 30 წელზე მეტხანს და ამ სამუშაოს გაგრძელება გვსურს - ვედანტ პატელი

საქართველოსთან წარმატებულ, ხანგრძლივ პარტნიორობაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, ვაშინგტონს ამ ურთიერთობის გაგრძელება სურს და ერთად მუშაობისთვის დრო კიდევ არის. დასმული შეკითხვის პასუხად, პატელი ასევე ამბობს, რომ წინასწარ სანქციებს, ან ვაშინგტონის სხვა ქმედებებს ის, ამ ეტაპზე, არ განიხილავს.

"ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებული მოვლენების დაკვირვებას. მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისშია, მან საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრები ჩაატარა და ვფიქრობ, მას მეტი ექნება სათქმელი.

ერთ-ერთი, რაზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ო’ბრაიენმა ისაუბრა, არის ის, რომ თუ კანონი გადაიხედება, ჩვენ გვექნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ კლავ გვჯერა, რომ არსებობს მექანიზმები და გზები, რომლებიც მათ შეუძლიათ, შექმნან, რათა კანონი უფრო შესაბამისი გახადონ იმ მისწრაფებებთან და ღირებულებებთან, რომელთა მიმართაც ისინი თავად ამბობენ, რომ ერთგულები არიან - კონსტიტუციისა და საჯარო გამოსვლების მეშვეობით.

არ ვაპირებ წინასწარ განხილვას რაიმე სანქციებს ან ქმედებებს შესახებ, რომლებიც აშშ-ის მთავრობას შეიძლება განახორციელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ: ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველოსთან 30 წელზე მეტხანს და ამ სამუშაოს გაგრძელება გვსურს. ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ არის დრო ამაზე ერთობლივად მუშაობისთვის", – განაცხადა ვედანტ პატელმა.

დღის ამბები