25 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

რამდენიმე დღეში, მზად უნდა იყოს ვენეციის კომისიის მოსაზრება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. თეოდოროს რუსო-პულოსი
მოუწოდებს ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე კანონი ამოქმედდება. ის ასევე ეხმაურება პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

"ეს თავდასხმები ისევე, როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული ხელისუფლების მიერ, შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, ამ კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრების მიუხედავად", – აღნიშნა რუსო-პულოსმა.

დღის ამბები