25 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
პოლიციამ უჩა აბაშიძის სახლისკენ მსვლელობით მიმავალი დემონსტრანტებიდან რამდენიმე პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, აქციის მიმდინარეობის დროს, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ სავალი გზიდან გადასვლა მოსთხოვა. რამდენიმე პროტესტანტი მოწოდებას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა. დაკავებები მაშინ მოხდა, როდესაც აქტივისტები ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიდიოდნენ.

თავდაპირველად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლოგერის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებდა, მათ აბაშიძის სახლთან გადაინაცვლეს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კი ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

 

დღის ამბები