25 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისგან ვისმენთ - მეთიუ მილერი

ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა - დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი შეშფოთებული არიან არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, არამედ მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკით.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისგან ვისმენთ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს, საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ხშირად ეს აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას," - განაცხადა მეთიუ მილერმა.

დღის ამბები