25 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე, ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს.

"პატივია რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ დავინიშნე სპეციალურ კოორდინატორად, რომელიც უხელმძღვანელებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე,"  წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები