ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე გამოყენებულ იქნა სხვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრელმსადენი გაზი.