25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა - აქციის მონაწილეების ნაწილი, რუსთაველის გამზირისკენ მარშით დაიძრა

რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შეკრებიდან მეორე დღეს, ქვეყნის მთავარი გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. "არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ" - ორ კვირაზე მეტია თბილისის ცენტრში ამ ლოზუნგებით ახალგაზრდები, აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერები გამოდიან.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეების ნაწილი, რუსთაველის გამზირისკენ მარშით დაიძრა, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებიც. დემონსტრანტები გამოჩნდნენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც, იქ სადაც პარლამენტის მთავარი შესასვლელია. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

დღის ამბები