25 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
რა შეკითხვები ჰქონდათ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციებს და როგორ წარიმართა დისკუსია კომიტეტზე

კანონპროექტში გამოყენებული ტერმინები და ინიციატივის მიზანი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს კითხვები ამ მიმართულებით დასვეს. მესამე სექტორს აინტერესებს შესაძლებელია თუ არა ტერმინების შეცვლა ან გადახედვა.

არასამთავრობო სექტორის შეკითხვების დიდი ნაწილი კანონპროექტის მიზანს ეხებოდა. პასუხად მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ მთავარი მიზანი გამჭვირვალობაა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების აუცილებელი პირობაა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც საკომიტეტო განხილვის დროს აზრთა სხვაობა გამოიწვია, არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია იყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დადგენილი პროცედურების დარღვევისთვის მიკროფონი დღეს რამდენჯერმე გამოურთო. ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ კითხვები განსახილველი მუხლის შინაარსს სცდებოდა.

სიტყვის ჩამორთმევის გარდა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ დარბაზი, არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელს დაატოვებინა. მათ შორის იყვნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" პროექტის მენეჯერი და რეგიონული მაუწყებლის ალიანსის განვითარების დირექტორი.

საკომიტეტო განხილვის დროს კითხვა-პასუხის ფორმატში დისკუსია რამდენიმე საათს გაგრძელდა.

დღის ამბები