25 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეები ცდილობენ ჯებირები გაარღვიონ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცდილობენ ჯებირები გაარღვიონ, ორგანიზატორები ითხოვენ პარლამენტთან სცენაზე რამდენიმე გამომსვლელი აუშვან.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის რამდენიმე წუთის წინაც იყო, რაც მონაწილეებისგან პარლამენტის შენობასთან შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები ცდილობენ, მიუახლოვდნენ სცენას, რომელიც ტერიტორიაზე "ქართულმა ოცნებამ" ხვალინდელი აქციისთვის განათავსა.

არიან თუ არაა დაკავებულები აქციაზე, ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებენ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოუწოდებენ, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.

 

 

დღის ამბები