ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება "მოქალაქეობრივი ხორუმი."
აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.