25 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
"ჩალის ფასი აქვს ამათ რეზოლუციას. ბატონი ივანიშვილი ოლიგარქი არისო, ადამიანმა, რომელმაც სიცოცხლე, ოჯახი გაწირა იმისთვის, რომ ტირანია დაემარცხებინა" - ირაკლი ზარქუა

სახელისუფლებო გუნდში მიღებულ რეზოლუციას რამდენიმე ევროპარლამენტარის პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირებენ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მისი თქმით, რეზოლუციის დაფინანსებლის ვინაობის გარკვევა მარტივია. 

"ჩალის ფასი აქვს ამათ რეზოლუციას. ბატონი ივანიშვილი ოლიგარქი არისო, ადამიანმა, რომელმაც სიცოცხლე, ოჯახი გაწირა იმისთვის, რომ ტირანია დაემარცხებინა და თავის, როგორც გონებრივი, ასევე ფინანსური შესაძლებლობები ამ ქვეყანას მოახმარა.

ღიაობა ფინანსების და გამჭვირვალობა თურმე ევროპული არ არის, ამათ თუ ვუსმინეთ, აი ესენი არიან კუბილიუსები. ჩაგვიწერეს, როგორ ბედავთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღებასო. ჩვენ გავიგებთ ვინ დგას ამ რეზოლუციის დაფინანსების უკან, წინაზე ხომ გავიგეთ, გიული ალასანიამ დააფინანსა მილიონი დოლარით ლობისტები და შემდეგ მათ დაუწერეს წერილებიც და რეზოლუციაც", - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები