25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
საპატრიარქოს პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც სახელისუფლებო მხარე აქვს დაკავებული - ბაჩო დოლიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. პარტია "ახალის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ამ განცხადებით, სახელისუფლებო მხარე აქვს დაკავებული.

"საპატრიარქოს პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც სახელისუფლებო მხარე აქვს დაკავებული. აბსოლუტურად არასწორი მგონია პრესსამსახურის მხრიდან სახელისუფლებო რიტორიკაში ჩართვა და მათთვის მხარის დაჭერა. არ არის ეს სწორი", - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

შეფასება გააკეთა პარლამენტის წევრმა, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა. 

"საპატრიარქოს და ეკლესიის აზრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რელიგიური თემებზე, პატივს ვცემთ და ძვირფასია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მთავარი კითხვა არის სწორედ ეს - რუსული კანონი ხელს თუ უშლის ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, როგორ შეიძლება ის ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს. რაც შეეხება ჩვენს რწმენას, ჩვენს რელიგიას და ქართულ ეკლესიას, უფრო დიდი მტერი ვიდრე რუსეთია, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს სარწმუნოებას არ ჰყოლია," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

 

დღის ამბები