25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა, თუ სურს, რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს - იენს სტოლტენბერგი

ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა, თუ სურს, რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას აგრძელებს.

“შარშან რუსეთმა მიკროელექტრონული საშუალებების 90 % ჩინეთიდან მიიღო, რომელიც გამოიყენება რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების საწარმოებლად. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთის სატელიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ჩინეთი ამბობს, რომ მას სურს კარგი ურთიერთობა დასავლეთთან. ამავდროულად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას აგრძელებს. მათ ორივე ერთად არ შეუძლიათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა გააფრთხილა დასავლელი მოკავშირეები, არ გახდნენ ჩინეთზე დამოკიდებული, როგორც ისინი დამოკიდებული იყვნენ რუსეთზე.

“წარსულში ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ დამოკიდებული გავხდით რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომა ჩინეთთან მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებით. დამოკიდებულებები გვაქცევს დაუცველად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები