25 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
"ნიკა გვარამია ჰყავდათ იქ, როგორც დემოკრატიის მამა და ლიდერი... ეს არის ცინიზმის ბოლო აპოგეა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნიკა გვარამია ჰყავდათ იქ, როგორც დემოკრატიის მამა და ლიდერი. ადამიანი, რომელიც ყველამ კარგად იცის საქართველოში რა ისტორიის მატარებელიც არის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ არამიზნობრივად მიიღო გრანტი, რომელზეც აცხადებს, რომ როგორც სურს ისე დახარჯავს, ქადაგიშვილის შეფასებით ეს ცინიზმის ბოლო აპოგეაა.

"ომი რომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში, ჩვენ დავაფიქსირეთ საქართველოში ერთადერთი სწორი და სამართლიანი პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიო პოლიტიკისთვის - თავიდან ბოლომდე მხარს დავუჭერთ ყველა სანქციას, რომელიც მსოფლიომ შემოიღო, უპირობო მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, მაგრამ პირდაპირ კონფრონტაციაში ვერ შევალთ რუსეთთან, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო. აქაც ვნახეთ ზეწოლა, მათ შორის, NGO სექტორის პირდაპირი ჩართულობით ამ მიმართულებით, [მოთხოვნა] მთავრობის გადადგომა, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, უამრავი რამ. სულ ბოლოს, ნიკა გვარამია ჰყავდათ იქ, როგორც დემოკრატიის მამა და ლიდერი. ადამიანი, რომელიც ყველამ კარგად იცის საქართველოში რა ისტორიის მატარებელიც არის, რომელიც ამბობდა, მე მივიღე გრანტი არამიზნობრივი, როგორც მინდა ისე დავხარჯავ, ეს არის ცინიზმის ბოლო აპოგეა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები