საქართველო, ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის, აზიის განვითარების ბანკისგან წელს, 23 მილიონზე მეტ ევროს მიიღებს.
მხარეებს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა. ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი დაახლოებით 46 მილიონი ევროს ოდენობით. მეორე ტრანშის მიღება 2025 წელს იგეგმება.