რაგბის კლუბი "არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია. კლუბი ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა. ქუთაისში, "აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე “არმიამ“ წყალტუბოს გუნდი 56-ით 22 დაამარცხა.
"არმია" მომდევნო შეხვედრას ასპინძის "ტაოსთან“ გამართავს. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, სამხედრო მოსამსახურეები და ოჯახის წევრები გულშემატკივრობდნენ.