25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააძლიერებს „ჰამასზე“ თავდასხმებს, რათა გაზარდოს ზეწოლა მძევლების გასათავისუფლებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში ისრაელი გააძლიერებს „ჰამასზე“ თავდასხმებს, რათა გაზარდოს ზეწოლა მძევლების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

როგორც ისრაელის მედია აღნიშნავს, ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუ ძირითადად ბიბლიურ ტერმინებს იყენებს და ციტირებს რაბინის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ყველა თაობაში გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც ებრაელების განადგურებას ეცდება.

"სამწუხაროდ, აქამდე მძევლების გათავისუფლების შესახებ არსებული ყველა შეთავაზება "ჰამასმა“ უარყო. იმის ნაცვლად, რომ „ჰამასმა“ უკიდურესი პოზიციებიდან დაიხიოს, ისინი ჩვენში განხეთქილებას აწყობენ და მხარს უჭერენ ისრაელის მთავრობაზე მიმართულ ზეწოლას. შედეგად, ეს მხოლოდ ამკაცრებს პირობებს ჩვენი მძევლების გათავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვახორციელებთ ძლიერ და მტკივნეულ თავდასხმებს მათზე და ეს ძალიან მალე მოხდება“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

დღის ამბები