25 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს - ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი

რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.

ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზე მხოლოდ მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ფრონტის ხაზის გარღვევა შეძლონ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგ, უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები