25 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
სააკაშვილი არის "ნაცმოძრაობის" რეალური ლიდერი, თავისი წარსული ბოროტებით და მძიმე ცოდვებით - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ აქვს, ის "ნაციონალური მოძრაობის" რეალური ლიდერია.

მან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნოდ უნდა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთო პოლიტიკური სია და პირველი ნომერი სოფო ჯაფარიძე უნდა იყოს.

"არ აქვს მნიშვნელობა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თუ რომელიმე სხვა, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში იქნება მოქალაქედ დარეგისტრირებული, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ის უცხო ქვეყნის წარმომადგენელია დღეს. მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და მას არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება.

მეორე საკითხია, რომ ის მაინც განსაზღვრავს, რადგან მისი ფინანსებიცაა. მას მოუნდება იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება ხაბეიშვილი, ცისკარიშვილი და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მიხეილ სააკაშვილი არის "ნაცმოძრაობის" რეალური ლიდერი, თავისი წარსული ბოროტებით და იმ მძიმე ცოდვებით, რაც ამ ადამიანს კისერზე აწევს,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები