25 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
შიდა და გარე ძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ჩვენ სამსახურებს დიდი როლი მიუძღვით პრევენციისა და გამოვლენის კუთხით - ალექსანდრე ტაბატაძე

როგორც შიდა, ისე გარე ძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალება, ჩვენ სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე - გამოვლენის კუთხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

"დეზინფორმაციული კამპანია არის ერთ-ერთი მეთოდი. როგორც შიდა, ისე გარე ძალები აქტიურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ეს ხდებოდა სხვადასხვა მეთოდით. ჩვენს სამსახურებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, როგორც პრევენციის, ისე გამოვლენის კუთხით“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.

დღის ამბები