25 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე - არჩილ თალაკვაძე

"გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.

"ვინ გვესაუბრება - 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესი ძალადობით.

გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!

ახლა გამოდიხართ, შეურაცხყოფას აყენებთ პოლიციელებს, თან გულზე მჯიღს იცემთ - პოლიციას გაუმარჯოს და ჩვენი პოლიციის გვერდით ვართო, ვის გვერდით ხართ? გვერდით კი არ ხართ, იმ დღეს გამწარებულები ეძებდით, პოლიციის დამატებითი დანაყოფები სად არიანო, რომ იქნებ ახალგაზრდებთან რაღაც ფიზიკური კონტაქტი მომხდარიყო,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები