25 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
არანაირი გამართლება არ აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში - ანა ნაცვლიშვილი

"არანაირი გამართლება არა აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში და იმ სისასტიკეს, რომელზეც დაკავებული ადამიანები საუბრობდნენ," - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.

მისივე თქმით, არ აქვს გამართლება იმას, რომ ქვეყანა საბჭოთა კავშირში დაწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ხელმძღვანელობს.

"არანაირი გამართლება არა აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში და იმ სისასტიკეს, რომელზეც დაკავებული ადამიანები საუბრობდნენ. არანაირი გამართლება არა აქვს იმას, რომ 21-ე საუკუნის ქვეყანაში, რომელიც, ჯერ კიდევ, კონსტიტუციის დონეზე, აცხადებს რომ მას უნდა ცივილიზებული ევროპული მომავალი, დემონსტრანტების დაკავების დროს ხელმძღვანელობს საბჭოთა ქვეყანაში დაწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები