25 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ახალგაზრდებს, ჩემი შვილის ტოლებს უშვებდნენ წინ, შემდეგ კი ქრებოდნენ... მოვუწოდებ ამ ახალგაზრდებს, თავს გაუფრთხილდნენ - გომელაური

"არანაირ ძალადობას არ ვახალისებ, მაგრამ ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ მოქალაქეები იდგნენ მშვიდობით, თავის პროტესტს გამოხატავდნენ და პოლიცია მივარდა, დაარბია, დააკავა ან იძალადა," - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.

გომელაურის თქმით, ათი წლის განმავლობაში, ასეთი ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა.

"მარტო გუშინდელზე და ბოლო სამ დღეზე არ ვსაუბრობ, წინა წლებზეც ვამბობ. ათი წლის განმავლობაში, ერთი ფაქტიც არ ყოფილა. არავის უნდა ჭიდაობა, ძალადობა, ეს არც პოლიციას უნდა და არც აქციის ნორმალურ მონაწილეს, თუმცა არიან გარკვეული დესტრუქციული ძალები. ყველამ კარგად დავინახეთ, იყო ათკაციანი, ოცკაციანი ჯგუფები, რომლებსაც მართავდნენ, ანუ სხვა ხელმძღვანელები ჰყავდათ.

ახალგაზრდებს, ჩემი შვილის ტოლებს უშვებდნენ წინ, ისინი კი შემდეგ ქრებოდნენ, ადგილზე აღარ იყო არავინ. მოვუწოდებ ამ ახალგაზრდებს, ჩემი შვილის ტოლები არიან, თავს გაუფრთხილდნენ, თავს ნუ ჩაიგდებენ ცუდ ვითარებაში ვიღაც სხვის კეთილდღეობის გამო. თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი, ყველას პატივი უნდა ვცეთ, ყველას უნდა გავუფრთხილდეთ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები