25 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ვინ გითხრათ, რომ მთავრობის შენობის აღებას ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს მიზნები, მოლოდინები ჰქონდეს კობახიძეს - ნიკა გვარამია და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. მათი განცხადებით, ელოდებიან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და დაშლას არ აპირებენ.

"ეს ხომ ამ ქვეყნის მმართველი მთავრობაა, ჩვენ კი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. უნდა დაველაპარაკოთ[ირაკლი კობახიძეს]. ბევრი ვართ ძალიან, ამდენი ამომრჩეველი ამ მთავრობას არ ჰყავს. არ ვაპირებთ ყველა შესვლას. რატომ დგახართ საერთოდ, ვის იცავთ?! - ვინ გითხრათ, რომ მთავრობის შენობის აღებას ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს მიზნები, მოლოდინები ჰქონდეს კობახიძეს," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელებთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დღის ამბები