25 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
ვაჟა სირაძე: თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან, თუ მოხდება რაიმე სახის გადაცდენა სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

"თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისთვის, არანაირი განკარგულება არ აქვს პოლიციას, გარდა ერთის, რომ დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.

წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს, ვიმყოფებით ქუჩაში და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე. პოლიცია ადგილზეა პროპორციული ძალაა გამოსული და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად ", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები