25 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
იაგო ხვიჩია - პოლიტიკოსებმა არ უნდა დავიჩემოთ ამ გზაზე მონოპოლია, რომ ეს ჩვენ ვიცით, არამედ გავხსნათ საჯაროდ დებატები და ვკითხოთ ხალხს

"პოლიტიკოსებმა არ უნდა დავიჩემოთ ამ გზაზე მონოპოლია, რომ ეს ჩვენ ვიცით, არამედ გავხსნათ საჯაროდ დებატები და ვკითხოთ ხალხ", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით "ღამის კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ესაუბრონ იმაზე, თუ რა იქნება "ქართული ოცნების" მერე.

"შეუძლებელია ახლა ვინმემ იცოდეს სამოქმედო გზა, რის შემდეგ რას ვაკეთებთ. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა არ უნდა დავიჩემოთ ამ გზაზე მონოპოლია, რომ ეს ჩვენ ვიცით, არამედ გავხსნათ საჯაროდ დებატები და ვკითხოთ ხალხს - როგორ მოვიქცეთ. მერე რა, რომ განსხვავებული აზრი გვაქვს, მერე რა, რომ საჩხუბარი გაქვს ბევრი, მერე რა, რომ ბევრი რამ გასარკვევია, მაგრამ მე ამისკენ მოვუწოდებ მთელს NGO სექტორს და ორგანიზატორებს.

გახსნან კარი და ვიმსჯელოთ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს რაღაც ტიპის სიმშვიდე. მართლა რაღაც რომ შეიცვალოს, მართლა რომ მთელი ქვეყანა გარეთ გამოვიდეს, უფრო დიდ შარში არ გაეხვიოს და ჩვენ უნდა დავამშვიდოთ, უნდა ვაჩვენოთ, მათ შორის ის, როგორი ქვეყნის შენება გვინდა არჩევნების შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი და ადამიანებს არ ემუქრებათ გაურკვევლობა იმიტომ, რომ აქამდე ამ კითხვას ვერ ვმსახურებდით - რა იქნება "ქართული ოცნების" მერე", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები